ახალი წლის წინა პერიოდში ყველა სფეროში შეჯამება ხდება. ამჯერად წარმოგიდგენთ ყველაზე ცუდ სამოსს, რომლებშიც ვარსკვლავები 2018 წელს გამოჩნდნენ.
#10 ლედი გაგა
2018 წელი მომღერლისთვის წარმატებული აღმოჩნდა, მაგრამ ეს ჩაცმულობა ნამდვილად წარუმატებელი იყო.
#9 დუა ლიპა
ზოგადად, დუას კარგი სტილი აქვს, მაგრამ ერთხელ მასაც შეეშალა. წარუმატებლად შერჩეულმა იმიჯმა მუსიკოსი დაუხვეწავ ნიმფად აქცია.
#8 ემბერ ჰარდი
ემბერი წყალქვეშა სამყაროს მბრძანებლის როლიდან ვერ გამოვიდა და "აქუამენის" პრემიერაზე საცურაო ქუდით მივიდა.
#7 ჯენიფერ ლოპესი
ამ წელს ჯენიფერი კარგი სამოსით ხშირად გვაოცებდა, მაგრამ ამ კაბამ მოდის კრიტიკოსებში ერთგვარი შოკი გამოიწვია.
#6 პენელოპე კრუსი
რაც არ უნდა გვიყვარდეს პენელოპე, ეს კაბა მისი კრახი აღმოჩნდა.
#5 ქლოე მორეთსი
მსახიობის სტილისტები წუწუნებენ, რომ ქლოეს სხეულს ბევრი რამ არ ერგება, მაგრამ ამ კაბის მისთვის მორგება ნამდვილად არასწორი გადაწყვეტილება აღმოჩნდა.
#4 რიანა
პაპის იმიჯის შემქნელი კაბა მომღერლის ფიგურაზე ცუდად აისახა.
#3 ბლეიკ ლაივლი
ამ შემოდგომაზე მსახიობი აქტიურად არეკლამებდა თავის ახალ ფილმს და მრავალფეროვანი იმიჯითაც გვხიბლავდა. მაგრამ, ეს ჯოკერის სტილის კოსტიუმი აშკარად წარუმატებელი აღმოჩნდა.
#2 კიმ კარდაშიანი
კიმი ბევრისთვის შთამაგონებელი ფიგურაა, ვის ავტორიტეტსაც რეიტინგები ამტკიცებს. თუმცა, ზოგჯერ მისი მაგალითები არც ისე აკდეკვატურია. ვარდისფერი შარვალი პრინტით და დიდი ზომის კოსტიუმი მაღალქუსლიან ფეხსაცმელთან ერთად, სასაცილოდ ჩანდა.
#1 სელმა ჰაიეკი
წითელ ხალიჩაზე მსგავსი იმიჯის შემხედვარე ვიფიქრებთ, რომ ამ არაჩვეულებრივმა მსახიობა ჩაცმა საერთოდ არ იცის. ფერი, დეტალები თუ კაბის ფორმა საოცრად არაჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს.