Forbes-ის პოპულარულმა გამოცემამ 2018 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელები გამოავლინა, როგორც შედეგებიდან ირკვევა, სიის სათავეში 23 წლის ამერიკელი მოდელი - ქენდალ ჯენერი მოხვდა, რომელმაც წელს 22.5 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.
მეორე ადგილზე კარლი კლოსი მოხვდა, 13 მილიონი დოლარით.
მესამე და მეოთხე ადგილი კი, კრისი ტეიგენმა და როზი ჰანთინგტონ-უაიტლიმ გაინაწილეს 11.5 მილიონით.
ათეულის დანარჩენი წევრების სია კი ასე გამოიყურება:
5.კარა დელევინი - 10 მილიონი დოლარი.
6. ჟიზელ ბუნდჰენი - 10 მილიონი დოლარი.
7.ჯიჯი ჰადიდი - 9.5 მილიონი დოლარი.
8.ბელა ჰადიდი - 8.5 მილიონი დოლარი.
9.ჯოან სმოლსი - 8.5 მილიონი დოლარი.
10.დოუთზენ კრუზი - 8 მილიონი დოლარი.