10 დეკემბერს ლონდონში, 2018 წლის Fashion Awards-ის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, რომელზეც მოდის ინდუსტრიის ცნობილმა წარმომადგენლებმა მოიყარეს თავი, რომელთა უმეტესობაც გარკვეულ ნომინაციაში იყო წარდგენილი.
ცერემონიაზე მოდის სფეროში წლის ყველაზე გამორჩეული პიროვნებები გამოიკვეთნენ, ერთ-ერთი გამორჩეული ნომინაცია წლის საუკეთესო აქსესუარების ბრენდი იყო, რომლის გამარჯვებულიც დემნა გვასალია გახდა.
როგორც კადრებიდან ჩანს, გვასალიამ ვერ შეძლო ლონდონში ჩაფრენილიყო და ჯილდოს მისაღებად ფრანგული Vogue-ის ყოფილი მთავარი რედაქტორი, Harper’s Bazaar-ის საერთაშორისო რედაქტორი - კარინ როიტფელდი გაგზავნა, რომელიც CR Fashion Book-ის დამფუძნებელიცაა, მას ფრანგული მოდის ყველაზე გავლენიან ქალბატონად დამსახურებულად მიიჩნევენ.
ქართველ დიზაინერთან და Balenciaga-სთან ერთად კატეგორიაში იტალიური მოდის 3 ისეთი შემოქმედებითი ხელმძღვანელი იყო ნომინირებული, როგორებიც მიუჩია პრადა (Prada), მარია გრაცია ქიური (Dior) და ალექსანდრო მიკელე (Gucci) გახლავთ, შესაბამისად, დემნას გამარჯვება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიღწევაა დიზაინერის კარიერაში.