10 დეკემბერს, ლონდონში გამართულ Fashion Awards-ზე მოდის უამრავმა ცნობილმა წარმომადგენელმა მოიყარა თავი, მათ შორის იყო ქენდალ ჯენერიც, რომელმაც კიდევ ერთხელ მოირგო საკმაოდ თამამი და სექსუალური კაბა.
23 წლის მოდელმა ამჯერად Julien Macdonald-ის კაბაზე შეაჩერა არჩევანი, რომელშიც რა თქმა უნდა იდეალურად გამოიყურებოდა.
მიუხედავად იმისა, რომ წლის მოდელის ნომინაციაში გამარჯვება მას არ ხვდა წილად, ჯენერმა თამამი სამოსით შეძლო კიდევ უფრო მოენუსხა გარშემომყოფები.
რაც შეეხება მაკიაჟს, მოდელმა ბუნებრივ ვიზუალს მიანიჭა უპირატესობა.
თამამმა კაბამ, საზოგადოებას ქენდალის კიდევ ერთი სკანდალური სამოსი გაახსენა, რომლითაც ის გასულ წელს, Met Gala-ს ღონისძიებაზე გამოჩნდა.
მაშინ მოდელმა Julia Haart-ის დიზაინით შექმნილი კაბა შეარჩია, რომელსაც 85000 კრისტალიამშვენებდა.