10 დეკემბერს ლონდონში Fashion Awards-ის ყოველწლიური ღონისძიება გაიმართა, რომელზეც ის ვარსკვლავები იყვნენ წარდგენილნი, რომლებსაც მოდის ინდუსტრიაში ყველაზე გავლენიან და მოთხოვნად სახეებად ასახელებენ.
400-მდე სტუმარი ალბერტ-ჰოლში შეიკრიბა და დაჯილდოების გამარჯვებულებს გულთბილი აპლოდისმენტებით შეხვდა. ცერემონიაზე განსაკუთრებული ინტერესით ელოდნენ თუ ვინ გახდებოდა წლისმოდელის სტატუსის მფლობელი.
ნომინაციაში წარდგენილნი იყვნენნ ბელა ჰადიდი, კაია გერბერი, ვინი ჰარლოუ და სხვები.
გამარჯვებული კი მათ შორის ყველაზე ახალგაზრდა მოდელი - 17 წლის ამერიკელი მოდელი და მსახიობი, კაია გერბერი გახდა.
შეგახსენებთ, რომ კაია სინდი კროუფორდის ქალიშვილია, რომელიც ასევე მოდელი გახლავთ და დაჯილდოებაზე შვილთან ერთადაც გამოჩნდა.