ცნობილმა ქართველმა დიზაინერმა - მეგი გაბუნიამ, რომელიც 2016-წლიდან დღემდე არის M.G.-ის მთავარი დიზაინერი და ასევე, გახლდათ პირველი არხის პროექტის „გააგრძელე საქართველოს ისტორია“ კოსტიუმების მხატვარი, გადაწყვიტა საკუთარი სამოსი ახალგაზრდა მოდელების ნაცვლად ბებიებისთვის მოეხდინა, "გადავწყვიტეთ უსაყვარლესი მოხუცები ჩაგვერთო ბრენდის კამპანიაში და დაუვიწყარი მომენტები გვეჩუქებინა მათთვის. შედეგად მივიღეთ ყველაზე პოზიტიური ფოტოსესია, მათი მხიარული და სევდიანი ისტორიებით" - აღნიშნა დიზაინერმა.
"ეს საუკეთესო ფოტოსესია იყო ჩვენი ბრენდის ისტორიაში! ბებიები ძალიან ბევრს იცინოდნენ, როცა სხვადასხვა სამოსს ირგებდნენ. 3 საათი მათ საკმაოდ ენერგიულად იმუშავეს. გვიყვებოდნენ ამბებს, სადაც დაღუპული მეუღლეები გაიხსენეს. ერთი საერთო ჰქონიათ, ისინი ძალიან ახალგაზრდები დაქვრივდნენ. თუმცა იმ სასიყვარულო ურთიერთობის მოკლე პერიოდში, ბაბუებმა მათ თბილად გასახსენებელი, საკმაოდ ბევრი მოგონება დაუტოვეს."
როგორც კადრებიდან ჩანს, მეგის მიერ შექმნილ სამოსში ძირითადად შავი ფერი და ტყავის ელემენტები ფიგურირებს.