49 წლის ამერიკელი მომღერალი და მსახიობი - გვენ სტეფანი, რომელიც 2000-იანი წლების, მსოფლიოში ცნობილი ჰიტების ავტორია, რამდენიმე დღის წინ ჯიმი კიმელის შოუს სტუმარი გახლდათ და ულამაზესი სამოსით მედიის ყურადღების ცენტრშიც აღმოჩნდა.


როგორც აღმოჩნდა მომღერალმა ამჯერად ლონდონში მოღვაწე ქართველი დიზაინერის - დავით კომახიძის თეთრი კაბა მოირგო.

მომხიბლავ სამოსს კი ბრილიანტის აქსესუარები შეუხამა.


უცხოურმა ტაბლოიდებმა მომღერალი აღნიშნული სამოსით თოჯინას შეადარეს.






