ბოლო თვეა, სოციალურ ქსელებში თაკო ნაცვლიშვილისა და იტალიური ბრენდის - Incanto-ს თანამშრომლობის შესახებ აქტიურად იწერება, უკვე გავრცელდა ბრენდის საახალწლო სარეკლამო რგოლიც, რომელშიც ქართველი მოდელი ფიგურირებს.
ამასთანავე ბრენდის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა კიდევ რამდენიმე გლამურული ფოტო, რომლებშიც ნაცვლიშვილი ქალის რამდენიმე თეთრეულს წარმოაჩენს.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ თაკომ Grazia-ს იტალიური გამოცემისთვისაც იპოზიორა და მისი შთამბეჭდავი კადრები სოციალურ ქსელებში უკვე გავრცელდა.