ცნობილი ქართველი დიზაინერი - ავთანილ ცქვიტინიძე, სულ მალე, მამაკაცის ტანსაცმლის ხაზს შესთავაზებს ბრენდის მომხმარებელს. ამიერიდან, AVTANDIL-ის მაღაზიებში ქალბატონებისთვის შექმნილ სამოსთან ერთად, მამაკაცის დახვეწილი ტანსაცმლის შერჩევაც იქნება შესაძლებელი.
პირველი კოლექციის ჩვენება შაბათს, 8 დეკემბერს, გალერია თბილისში შედგება, იქამდე კი გადავხედოთ პირველ კადრებს უახლესი კოლექციიდან.