3 დეკემბერს, ვიქტორია და დევიდ ბექჰემები ლონდონში გამართულ ერთ-ერთ წვეულებაზე გამოჩნდნენ, მათ გვერდს უფროსი ვაჟი - ბრუქლინ ბექჰემიც უმშვენებდათ, რომელიც 19 წლის გახლავთ.
წყვილი ჩვეულებისამებრ იდეალურად გამოიყურებოდა, თუმცა საზოგადოების ყურადღება ვიქტორიას ჩაცმულობამ მიიქცია.
44 წლის დიზაინერი, რომელიც ყოველთვის მკაცრი, დახვეწილი იმიჯით ჩნდება საზოგადოებაში, ამჯერად გამჭვირვალე ზედატანით გამოჩნდა, რამაც გულშემატკივრები გააკვირვა.
თუმცა ფაქტია, რომ დიზაინერი თვალისმომჭრელი იყო გლამურულ სამოსში და ოჯახმა დროც სასიამოვნოდ გაატარა.