ლინდსი ლოჰანი ამერიკელი მსახიობი და ბიზნესმენია, რომელმაც უამრავი სახასიათო როლით შეაყვარა საზოგადოებას თავი. 32 წლის ქალბატონმა ამჯერად Paper-ის პოპულარული გამოცემისთვის იპოზიორა და ანიმაციური გმირების იმიჯიც იდეალურად მოირგო.
ფოტოსესიის მთავარი მესიჯი ის გახლავთ, რომ მსახიობი ის პატარა გოგონა აღარ არის, რომელიც The Parent Trap-სა თუ Freaky Friday-ში ვიხილეთ.
ლინდსი ცხოვრების ახალ ეტაპზეა და ცოტა ხნის წინ, საცხოვრებლად დუბაიშიც კი გადავიდა, სადაც პაპარაცული საქმიანობა კანონის დარღვევად ითვლება.
ლინდსის გამოცემის გარეკანზეც ვიხილავთ, თუმცა აღსანიშნავია ის ფაქტიც რომ მსახიობმა ფოტოსესიის დროს ქართველი დიზაინერის - გიორგი ქებურიას ვარდისფერი სამოსიც მოირგო.