რამდენიმე დღის წინ ნიუ-იორკში Versace-ს კიდევ ერთი წარმატებული ჩვენება გაიმართა, რომელშიც 32 წლის სუპერმოდელი - ირინა შეიკიც მონაწილეობდა, მის გამოსვლებს საზოგადოება ჩვეულებისამებრ გულთბილი აპლოდისმენტებით შეხვდა.
პაპარაცებს არ გამორჩენიათ ბრედლი კუპერიც, რომელიც დარბაზიდან გულშემატკივრობდა მეუღლეს.
წყვილის ამ სიტუაციაში ხილვამ განსაკუთრებით გაახარა გულშემატკივრები, ვინაიდან ცოტა ხნის წინ აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მათი ოჯახი დანგრევის პირას იყო.
აღსანიშნავია, რომ წყვილმა გავრცელებულ ჭორებს ბოლო გასულ კვირასაც მოუღო, როცა მცირეწლოვან ქალიშვილთან ერთად, სანტა-მონიკას სანაპიროზე დააფიქსირეს.