ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, საიუველირო ბრენდმა Messika-მ მომხმარებელს ახალი სადღესასწაულო კოლექცია შესთავაზა. სარეკლამო კამპანიისთვის ყველასთვის საყვარელი მოდელი - ჯიჯი ჰადიდი შეირჩა, რომელიც პროვოკაციული და დახვეწილი სამკაულით არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა.
ახალ კოლექციაში მთავარი აქცენტი წითელ ფერსა და დიდი ზომის სამკაულებზეა, რომელთა მეშვეობითაც ქალბატონებს გარშემომყოფების გულის მოგება ნამდვილად არ გაუჭირდებათ.