ამერიკული Vogue-ს 2019 წლის პირველ ნომერში 36 წლის ინდოელი მსახიობს - პრიანკა ჩოპრას ვიხილავთ, ინტერნეტსივრცეში უკვე გავრცელდა მისი ფოტოსესიის პირველი კადრები, რომლებშიც მსახიობი ქართველი დიზაინერის სამოსით ფიგურირებს.
წითელი კაბა, რომელიც ჩოპრამ მოიხდინა, Balenciaga-ს 2019 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციიდან გახლავთ, რომელიც დიზაინერმა საზოგადოებას წელს, პარიზის მოდის კვირეულზე წარუდგინა.
ფოტოსესიაში პრიანკა კიდევ ერთი ცნობილი ბრენდის, Oscar De La Renta-ს მომხიბლავი კაბა მოირგო.
აღსანიშნავია, რომ ქართველი დიზაინერი მსოფლიო მედის ყურადღების ცენტრში გასულ კვირაში კიდევ ერთხელ მაშინ მოექცა, როცა ცნობილი რეპერი Cardi B მის მიერ, 3D პრინტერის მეშვეობით შექმნილი ინოვაციური სამოსით გამოჩნდა.