ცნობილი დიზაინერი - ვიქტორია ბექჰემი კიდევ ერთხელ აღმოჩნდა მოდური გამოცემების ყურადღების ცენტრში. ამჯერად, ცნობილმა ინფლუენსერმა 90-იანი წლების მოდური ტრენდი დააბრუნა და შარვალი მოირგო, რომელიც ე.წ. stirrup pant-ის სახელითაა ცნობილი.
სპორტული სამოსი თავდაპირველად ცხენზე მოჯირითეებისთვის შეიქმნა, თუმცა როგორც კადრებიდან ჩანს, მოდურმა ქალბატონმა ის კლასიკურ სტილს იდეალურად შეუხამა.
იმავე სტილის შარვლით ბექჰემი, მოგვიანებით, კვლავ გამოჩნდა და ამჯერად მას დახვეწილი შავი კოსტუმი შეუხამა.
დიზაინერს არ დავიწყნია Celine-ის ბრენდის მოდური სათალეც, რომლითაც ის ბოლო დროს ხშირად ფიქსირდება.