დიდ ბრიტანეთში მოღვაწე ქართველი დიზაინერის - დავით კომახიძის დიზაინით შექმნილი სამოსით ამჯერად კიდევ ერთი ცნობილი ქალბატონი გამოჩნდა. KOMA-ს სახელით ცნობილი ბრენდის კაბა 49 წლის ამერიკელმა მომღერალმა - ჯენიფერ ლოპესმა მოირგო, რომლის კადრებიც თავად ბრენდის ოფიციალურ გვერდზე, გუშინ გავრცელდა.
სამოსი, რომელშიც მომღერალი თვალისმომჭრელად გამოიყურებოდა, ბრენდის უახლესი, 2019 წლის კოლექციიდან გახლავთ.
შეგახსენებთ რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ჯეი ლომ კომას სამოსი მოირგო და ის ბრენდის მომხიბლავი კაბით 26 აპრილს, ლას-ვეგასში გამართულ 2018 Billboard Latin Music Awards-ს დაესწრო.