დემნა გვასალიას სახელი მთელი მსოფლიოსთვის ასოცირდება ყველაზე უჩვეულო, ეპატაჟურ და ინოვაციურ დიზაინთან, რომელშიც ის ყოველდღიურად კიდევ უფრო გვარწმუნებს. ამჯერად, დემნამ ფუტურისტული ელემენტი შემოიტანა მოდის ინდუსტრიაში და გადაწყვიტა 3D პრინტერის მეშვეობით შექმნილი სამოსი წარედგინა საზოგადოებისთვის, რომლის ღირებულებაც 5000 დოლარს აღემატება.
დიზაინერის ინოვატორული იდეა ამჯერადაც საზოგადოების ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა და ის უკვე მოირგო ცნობილმა რეპერმა, Cardi B-მ.
Cardi ბალენსიაგას გულშემატკივარი რომ არის უკვე ყველასთვის ცნობილია და ის ერთ-ერთი ჰიტის ლირიკებშიც აღნიშნავს რომ ამ ბრენდის სპორტული ფეხსაცმელი მოსწონს ("I like those Balenciagas, the ones that look like socks").
შეგახსენებთ, რომ დემნამ ცოტა ხნის წინ კიდევ ერთი უცნაური პროექტი წარუდგინა საზოგადოებას და ახალი კოლექციის სარეკლამო ვიდეორგოლი სპეციალური ეფექტებით ნამდვილ გამოწვევად აქცია.