ბოლო პერიოდში, სამოდელო სფერო კონკურსების სიხშირით გამოირჩევა და სულ მალე, 17 დეკემბერს, ტაილანდში „მის სამყაროს“ სილამაზის კონკურსი ჩატარდება, რომელშიც საქართველოს სახელით ლარა იანი წარსდგება.
ლარა 2017 წელს სილამაზის კონკურსში მიიღო მონაწილეობა და ვიცე მის-საქართველო გახდა, რის შემდეგაც უკვე უფრო დიდი გამოწვევის წინაშე დადგა.
ლარამ სამოდელო კარიერა 17 წლის ასაკში დაიწყო და რუსეთში მცირეხნიანი მოღვაწეობის შემდეგ, გადაწყვიტა კვლავ თბილისში დაბრუნებულიყო.
მოდელი ინსტაგრამზე ხშირად აქვეყნებს შთამბეჭდავ კადრებს და მას კეტრინ ზეტა-ჯონსის ორეულადაც მიიჩნევენ.
საზოგადოებას დიდი იმედი აქვს, რომ ქართველი კონკურსანტი შეძლებს საერთაშორისო ჟიურის გულის მოგებას.