ამჟამად ჩინეთში „მის მსოფლიოს“ ყოველწლიური სილამაზის კონკურსი მიმდინარეობს, რომელშიც 120 ქვეყნის კონკურსანტია წარდგენილი, მათ შორის არის ქართველი მოდელიც - ნია წივწივაძე, რომელმაც სოციალურ ქსელებში უკვე გამოაქვეყნა რამდენიმე ფოტო.


მოდელების დებიუტი საკონკურსო სცენაზე უკვე შედგა.

პირველი ნახევარფინალის ლიდერი ფრანგი ლამაზმანი - მაევა ქუკი გახდა.
საუკეთესო ხუთეული კი ასე გამოიყურება
II ადგილი - Mao Peirui, ჩინეთი.


III ადგილი - Aïsattou Filly, სენეგალი.


IV ადგილი - Bo Ah Cho, კორეა.


Vადგილი - Thulisa Keyi, სამხრეთ აფრიკა.


შეგახსენებთ, რომ ხმის მიცემის პროცესი კვლავ გრძელდება და მსურველებს შესაძლებლობა აქვთ ქართველ კონკურსანტს ხმა კონკურსის ოფიციალურ საიტზევე მისცენ.







