ელსა ჰოსკს ნოემბერში 30 წელი შეუსრულდა. ცნობილ "ანგელოზს" Victoria’s Secret-მა საუკეთესო საჩუქარი გაუკეთა და ამ წელს გამართულ შოუზე Fantasy Bra-ს მორგების პატივი არგუნა. შვედი ლამაზმანი სამოდელო ბიზნესში 14 წლიდან იკვლევს გზას. საყოველთაო აღიარებას კი სწორედ Victoria’s Secret-თან თანამშრომლობით მიაღწია. ახლა ელსას ინსტაგრამზე 5მილიონამდე გამომწერი ჰყავს, სადაც საკუთარი სტილის ამსახველ ფოტოებს და შეყვარებულთან ერთად გადაღებულ სურათებს გვიზიარებს. წარმოგიდგენთ მის ყველაზე ეფექტურ იმიჯებს: