რამდენიმე დღის წინ, პაპარაცებმა ცნობილი ბრიტანელი მსახიობი - ემილი ბლანტი ჯიმი კიმელის სტუდიისკენ მიმავალი დააფიქსირეს. 35 წლის ქალბატონი მთავარ როლს თამაშობს მერი პოპინსის შესახებ გადაღებულ ფილმში და მისი ეს გამოჩენაც სწორედ ამ ფაქტს უკავშირდება.
საზოგადოების ყურადღება მისმა სამოსმა მიიქცია, როგორც აღმოჩნდა, ემილიმ ამჯერად სამოსი ქართველი დიზაინერის - დავით კომახიძის უახლესი კოლექციიდან შეარჩია.
მოდური სამოსი David Koma-ს ბრენდის 2019 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციიდან გახლავთ.
შეგახსენებთ რომ დევიდ კომა ამჟამად ბრიტანეთში მოღვაწეობს და მისი დიზაინით შექმნილი სამოსით ხშირად ფიგურირებენ ჰოლივუდის ცნობილი ლამაზმანები.
ქეთ გრეჰემი (აცვია David Koma)