თაკო ნაცვლიშვილი ამჯერად Grazia-ს ფრანგული გამოცემისთვის გადაიღეს და ახალგაზრდა მოდელმა ინსტაგრამის გამომწერებს რამდენიმე კადრი გაუზიარა ახალი ფოტოსესიიდან.

გულშემატკივრებმა თაკო სხვა ცნობილ სუპერმოდელებსაც შეადარეს, „კავკასიელი კენდალ ჯენერი და ცოტაც ბელუჩი ეპიზოდური ეშხით“ - დაწერა ერთ-ერთმა გამომწერმა ინსტაგრამზე.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ თაკომ Grazia-ს იტალიური გამოცემისთვისაც იპოზიორა და მისი შთამბეჭდავი კადრები სოციალურ ქსელებში უკვე გავრცელდა.



გამოცემამ გააზიარა აქამდე უცნობი კადრებიც.









