ცნობილი ქართველი ტელეწამყვანი და ბიზნესმენი - ირაკლი მაქაცარია, რომელიც ამჟამად უკრაინაში მოღვაწეობს, მოდის ინდუსტრიის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიების ერთ-ერთი საპატიო სტუმარი გახდა და უკრაინაში, Best Fashion Awards-ის ნომინანტთა სიაშიც აღმოჩნდა.

სიახლე ირაკლიმ საზოგადოებას სოციალური ქსელის მეშვეობით გაუზიარა და დაჯიდლოებიდან კადრებიც გამოაქვეყნა.



„დღეს Best Fashion Awards 2018-ის შთამბეჭდავი დაჯიდლოების ცერემონია გაიმართა, რომელზეც პირველად ვიყავი წარდგენილი არა მხოლოდ როგორც სტუმარი, არამედ პრიზიორიც ნომინაციაში „წლის შთაგონება“ - დაწერა მან.


შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ირაკლი ELLE -ის უკრაინულმა გამოცემამ ათ ყველაზე მოდურ მამაკაცს შორისაც დაასახელა.







