ცნობილი მოდელი - ჯიჯი ჰადიდი, Victoria’s Secret-ის შოუზე თვალისმომჭრელი გამოსვლის შემდეგ, ტოკიოში ჩაფრინდა, სადაც Future Nostalgia Party-ზე საკუთარი კოლექცია წარუდგინა საზოგადოებას.
ეს ბრენდისა და ჯიჯის თანამშრომლობის პირველი წელია და ის აქამდე მხოლოდ ბრენდის სარეკლამო რგოლებში იღებდა მონაწილეობას.
ამჯერად კი, თავადაც მოირგო დიზაინერის სტატუსი და უახლესი სპორტული კოლექცია სწორედ საკუთარი დიზაინით შექმნა.
რამდენიმე მოდელის შეძენა მსურველებს 7 დეკემბერს შეეძლება, სრული კოლექცია კი, რომელიც Reebok x Gigi Hadid-ის სახელით იქნება წარმოდგენილი, იანვრიდან ჩაეშვება გაყიდვაში.
აღსანიშნავია, რომ მოდელის ჩამოსვლას უამრავი გულშემატკივარი მოუთმენლად ელოდა და პაპარაცებმა მათი შეხვედრის უსაყვარლესი კადრებიც დააფიქსირეს.