21 წლის ამერიკელი მოდელი - ჰეილი ბოლდუინი, რომელმაც ცოტა ხნის წინ განაცხადა რომ სამოდელო სფეროში ცოტა ხნით შეწყვეტდა მოღვაწეობას, რადგან სურდა მეუღლისთვის - ჯასტინ ბიბერისთვის საკმარისი დრო დაეთმო, როგორც ჩანს, ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდა და Pretty Little Thing-ის საახალწლო კამპანიაში მიიღო მონაწილეობა.
მოდელი ბრენდის ამბასადორი გახდა და მისი სამოსითაც იპოზიორა.
„ვფიქრობ ეს სექსუალური სამოსი ნამდვილას შეეფერება ახალი წლის დღეებს“ - აღნიშნა მან Elle-თან ინტერვიუში.
აღსანიშნავია, რომ ჰეილიმ სურვილიც გამოთქვა, რომ მომავალში დიზაინერის როლი თავადაც მოირგოს.
„მე ძალიან ბევრი იდეა მაქვს და თვალს ვადევნებ ტრენდებს, სულ მაინტერესებს სამოსი, რომელსაც ჩემი ასაკის ახალგაზრდები ირჩევენ. ამ ეტაპზე მსიამოვნებს, როცა სხვისი დიზაინით შექმნილი სამოსს ვირგებ, რადგან უამრავი ნიჭიერი დიზაინერია, მაგრამ ვინ იცის რა მოხდება მომავალში“ - აღნიშნა მან.