ცნობილი ქართველი მოდელი - თაკო ნაცვლიშვილი კიდევ ერთი იტალიური ბრენდის სარეკლამო სესიაში მონაწილეობს და ამჯერად Incanto Italy-ს გლამურული სამოსი მოირგო, კადრი ბრენდის ოფიციალურ საიტზე გავრცელდა წარწერით „SENSUAL MYSTERY.. coming soon” შესაბამისად ბრენდისგან კვლავ უნდა ველოდოთ შთამბეჭდავ კადრებს.
ბრენდმა ასევე უკვე ატვირთა საახალწლო სარეკლამო რგოლი, რომელშიც ქართველი მოდელი არაჩვეულებრივად გამოიყურება.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ თაკომ Grazia Italy-ს ცნობილი გამოცემისთვისაც იპოზიორა.