ნანუკა გუდავაძისა და ბერა ივანიშვილის შთამბეჭდავი ჯვრისწერის შემდეგ, წყვილმა ქორწილი ახლობლებისა და მეგობრების გარემოცვაში აღნიშნა. პატარძალმა ქართული ელემენტებით შექმნილი საქორწილო კაბა მოგვიანებით მომხიბლავი ცისფერი კაბით ჩაანაცვლა, რომელშიც არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა.
როგორც აღმოჩნდა, ცნობილმა მოდელმა კაბა Ralph & Russo-ს 2016 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციიდან შეარჩია.
ჯერჯერობით საღამოს ოფიციალური ფოტოსესიის კადრები არ ვცრელდება, მაგრამ სოციალურ ქსელებში წყვილის მეგობრებმა რამდენიმე სურათი გააზიარეს.