Burberry-ს ცნობილმა ბრენდმა უკვე გამოაქვეყნა საშობაო სარეკლამო რგოლი, რომელშიც უამრავი ცნობილი ვარსკვლავი მონაწილეობს, მათ შორის არიან მსახიობები - მეტ სმიტი, კრისტინ სკოტ თომასი და რა თქმა უნდა ნაომი კემპბელი, რომელსაც გვერდს დედა -ვალერი უმშვენებს.
64 წლის ვალერისა და ნაომის კადრები სოციალურ ქსელებშიც აქტიურად გავრცელდა.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ გავრცელდა დედა-შვილის დახვეწილი კადრებიც იმავე ბრენდის ფოტოსესიიდან.