ინტერნეტსივრცეში გავრცელდა ინფორმაცია იმ უხერხული კომენტარის შესახებ, რომელიც Victoria’s Secret-ის სარეკლამო სამსახურის ხელმძღვანელმა - ედ რაზიკმა გააკეთა Vogue-თან ინტერვიუში.
ედის თქმით, Victoria-ს შოუ ზღაპრული ჩვენებაა, რომელშიც ტრანსგენდერი მოდელები არ უნდა მონაწილეობდნენ.
„ფიქრობს თუ არა ბრენდი განსხვავებულ ინდივიდებზე? დიახ. ვთავაზობთ თუ არა საზოგადოებას სხვადასხვა ზომის სამოსს? რა თქმა უნდა... მაგრამ უნდა გვყავდნენ თუ არა ტრანსგენდერები ჩვენს შოუზე? არა, ნამდვილად არ ვთვლი რომ ეს სწორია“ - აღნიშნა მან.
თუმცა უარყოფითი კომენტარის გამო დამსახურებული კრიტიკის შემდეგ, ბრენდის წარმომადგენლებმა ბოდიში მოიხადეს.
აღსანიშნავია, რომ წლევანდელი შოუ 8 ნოემბერს გაიმართა და მიუხედავად არაჩვეულებრივი წარმოდგენისა, ეს მაინც ვერ ცვლის იმ ფაქტს, რომ Victoria's Secret-ის გაყიდვები 2016 წლის შემდეგ საგრძნობლად ეცემა და უკანასკნელი შემთხვევა ამ სტატისტიკაზე კიდევ უფრო ნეგატიურად აისახება.