Victoria's Secret-ის წლევანდელ შოუზე ბოლოჯერ გამოჩდა ყველასთვის საყვარელი ბრაზილიელი სუპერმოდელი - ადრიანა ლიმა, რომელიც ერთ-ერთია იმ ლეგენდარულ მოდელებს შორის, რომლებიც ბრენდის "ანგელოზობით" არიან ცნობილი. 37 წლის მოდელის წლევანდელი გამოსვლა აღნიშნულ შოუზე რიგით მეთვრამეტეა და მისთვის ამ მნიშვნელოვანი ეპოქის დასრულება საკმაოდ ემოციური აღმოჩნდა, რაც სცენაზე ატირებული მოდელის უსაყვარლესმა ჟესტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა.
„ძვირფასო Victoria, მადლიერი ვარ რომ სამყარო გამაცანი, გამიზიარე შენი საიდუმლოებები და რაც მთავარია, მადლობას გიხდი არა მხოლოდ ფრთებისთვის, არამედ იმისთვის, რომ ფრენა მასწავლე და გულშემატკივრების ამხელა სიყვარულის ღირსი გამხადე“ - სწორედ ამ ტექსტით გამოემშვიდობა ადრიანა შოუს, რომელმაც მის კარიერაში უმნიშნელოვანესი როლი ითამაშა.
თვალი გადავავლოთ მოდელის მიერ განვლილ გზას Victoria's Secret-ის გრანდიოზულ სცენაზე.
2001 წ.
2002წ.
2003 წ.
2005 წ.
2006წ.
2007წ.
2008წ.
2010წ.
2011წ.
2012წ.
2013წ.
2014წ.
2015წ.
2016წ.
2017წ.
2018წ.