Victoria’s Secret-ის წლევანდელი შოუ 8 ნოემბერს, ნიუ-იორკში გაიმართა. ჩვენებამ არაჩვეულებრივად ჩაიარა და ცნობილმა სუპერმოდელებმა ბრენდის უახლესი კოლექცია შთამბეჭდავი გამოსვლით წარუდგინეს მაყურებელს. თუმცა არანაკლებ საინტერესო აღმოჩნდა კულისებში გადაღებული კადრები, რომლებშიც ასახულია, თუ რა ხდებოდა ბრწყვინვალე სცენის მიღმა, თვალი გადავავლოთ თუ როგორ ერთობოდნენ გოგონები შოუს მსვლელობის დროს.