გუშინ, ცნობილი სუპერმოდელი - ადრიანა ლიმა ნიუ-იორკში, Victoria’s Secret-ის პრომო ღონისძიებაზე გამოჩნდა და საბოლოოდ დაამტკიცა, რომ წლევანდელ შოუში თავადაც მიიღებს მონაწილეობას.
მოდელმა Victoria’s Secret-ის ზედატანი მოირგო და ფოტოგრაფების წინაშეც აქტიურად იპოზიორა.
შეგახსენებთ, რომ წლევანდელ შოუში ადრიანასთან ერთად, ელსა ჰოსკი, ქენდალ ჯენერი, ბელა ჰადიდი, ქენდის სვინპული და სხვა უამრავი ცნობილი მოდელი მიიღებს მონაწილეობას.
რაც შეეხება თავად 37 წლის მოდელს, ის ბრენდთან 2003 წლიდან 2009-მდე თანამშრომლობდა და მოგვიანებით, 2014 წელს კვლავ გამოჩნდა გრანდიოზულ შოუში.
შესაძლოა წლევანდელი გამოსვლა Victoria’s Secret-ის შოუზე ბოლო აღმოჩნდეს და ამ თემაზე ტაბლოიდებიც აქტიურად წერენ.
„ვფიქრობ ეს ბოლო წელი იქნება, როცა ის შოუში მონაწილეობს, მაგრამ ის ამას რამდენიმე წელია აკეთებს და სხვა უფრო ახალგაზრდა გოგონებთან ერთად, აგრძელებს ულამაზესი გამოსვლით ჩვენს გაოცებას“ - აღნიშნა Grazia Australia-სთან საუბარში ერთ-ერთმა სუპერმოდელმა, ჯორჯია ფოულერმა.