სამი დღის წინ, 22 წლის ამერიკელმა მოდელმა - ბელა ჰადიდმა, რომელიც წლევანდელ Victoria’s Secret-ის შოუსთვის აქტიურად ემზადება, საზოგადოების კრიტიკა დაიმსახურა. სუპერმოდელმა ინსტაგრამზე მომხიბლავი თეთრეულით გადაღებული რამდენიმე კადრი გააზიარა, რომელმაც საზოგადოების კრიტიკა დაიმსახურა.
საზოგადოების ნაწილმა ბელა სიგამხდრის გამო დაიწუნა და ურჩია ნორმალურ კვებაზე გადასულიყო.
„ერთი სული მაქვს როდის მოვირგებ ბრენდის თითოეულ სამოსს.. ბედნიერი ვარ, რომ ამ შოუში მონაწილეობის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ მომეცა, თავს ყველაზე ბედნიერად და ჯანსაღად ვგრძნობ“ - დაწერა ბელამ, მოგვიანებით კი ფოტოს აღწერაში კრიტიკასაც გამოეხმაურა.
„თითოეული ადამიანის სხეული ინდივიდუალურია და შესაბამისად, გასხვავებულად რეაგირებს ვარჯიშის ყოველდღიურ რუტინასა და ჯანსაღ დიეტაზე“ - დაამატა მან.
შეგახსენებთ, რომ მოდელი შოუზე გასულ წელსაც გამოჩნდა და არაჩვეულებრივი გამოსვლით დაგვამახსოვრა თავი.