Victoria Secret-ის წლევანდელ შოუზე წარმოდგენილ მოდელებს შორის იქნება 29 წლის შვედი მოდელი - ელსა ჰოსკიც, რომელიც ბრენდის ერთ-ერთ შედარებით იაფფასიან ბიუსჰალტერს მოირგებს, რომელიც მთლიანად ბრილიანტის თვლებით არის გაფორმებული.
ბრენდის ოფიციალური ცნობით, ბიუსჰალტერი 2100 სვაროვსკის თვალითაა გაფორომებული და მის დამზადებას 930 საათი დასჭრიდა.
აღნიშნული თეთრეულის ღირებულება 1 მილიონ დოლარს აღწევს.
თუმცა ქალბატონებისთვის მსგავსი ბიუსჰალტერის შეძენა დაახლოებით 250 დოლარად 29 ნოემბერს იქნება შესაძლებელი და ამრიგად ბრენდმა გადაწყვიტა პროდუქტი უფრო ხელმისაწვდომი გაეხადა მომხმარებლისთვის.
შეგახსენებთ, რომ ელსა ცნობილ ანგელოზებს 2011 წელს შეუერთდა და 2015 წელს გუნდის მუდმივი წევრის სტატუსიც დაიმსახურა.