თბილისში გამართული Mercedes-Benz-ის მოდის კვირეულის ფარგლებში, 4 ნოემბერს უახლესი კოლექცია ცნობილმა ქართველმა დიზაინერმა - ანუკი არეშიძემაც წარმოადგინა. Anouki-ს პოპულარულმა ბრენდმა ამჯერად 2019 წლის გაზაფხული-ზაფხულის სამოსი წარუდგინა ქართველ მომხმარებელს.
დიზაინერმა მოგვიანებით საკუთარ ინსტაგრამზეც გააზიარა რამდენიმე დეტალი უახლესი კოლექციიდან.
ანუკიმ ერთგულ გულშემატკივარს მადლობაც გადაუხადა მხარდაჭერისთვის"It’s a wrap of fashion week for now! Thanks to everyone for following my journey during the weekend"- დაწერა მან.
ფოტოგრაფი: მარიამ სიჭინავა