45 წლის ამერიკელმა რეპერმა და პროდიუსერმა - ფარელ უილიამსმა საზოგადოებას არაჩვეულებრივი სიახლე გაუზიარა. შემსრულებელი რამდენიმე დღის წინ ტაილანდში გამართულ ჩვენებას დაესწრო და შოუს მიმდინარეობისას განაცხადა, რომ Chanel-თან ითანამშრომლებს.

რეპერი საღამოზე მეუღლესთან და შვილთან ერთად გამოჩნდა, მისი ჩაცმულობა კი, კიდევ ერთხელ ადასტურებდა რომ მოდის ინდუსტრია კიდევ ერთი ვარსკვლავური კოლაბორაციის მოლოდინშია.
![]()
როგორც მოგვიანებით გაირკვა, მისი ზედატანიც სწორედ საკუთარი დიზაინით გახლდათ შექმნილი.
![]()
სიახლე ბრენდმაც დაადასტურა, როგორც ოფიციალური წყაროებიდან ირკვევა, ახალი კოლექციის დებიუტი 29 მარტს შედგება და მსოფლიო მასშტაბით გაყიდვები უკვე 4 აპრილიდან დაიწყება.

აღსანიშნავია, რომ ფარელმა დიზაინერის როლი გასულ წელსაც მოირგო, მან შანელისა და ადიდასის ბრედებთან თანამშრომლობით სპროტული ფეხსაცმლის - Hu NMD-ის ექსკლუზიური მოდელი წარმოადგინა, რომლის ღირებულებაც, დაახლოებით, 1000 ევროა.






