მეგან მარკლი პრინც ჰარისთან ერთად პირველი სამეფო ტურის დროს შედარებით მოკლე კაბით დააფიქსირეს, მსგავსი სამოსი ქეით მიდლტონსაც ახასიათებდა სამივე ორსულობის დროს და როგორც ირკვევა, ჰერცოგინიების ეს უჩვეულო გადაწყვეტილება გარკვეული მიზეზითაა განპირობებული.
როგორც ჩაცმის ექსპერტები იუწყებიან Express.com-ის ოფიციალურ საიტზე, სუსტი აღნაგობის გამო, ორსული ქალბატონები მოშიშვლებული ფეხებით ცდილობენ დამალონ მოზრდილი მუცლის გამო შესამჩნევად შეცვლილი სილუეტი.
„მოკლე კაბები ქეითს, როგორც წესი, არ ახასიათებს, მაგრამ ორსულობის დროს ამ ხერხის გამოყენება რამდენჯერმე გადაწყვიტა"- აღნიშნულია სტატიაში.
ცნობილია, რომ მეგანისა და ქეითის თითოეული სამოსი სამეფო ოჯახში შესაბამისი პირების მიერ წინასწარგანიხილება, ასე რომ, ორსული ქალბატონების გამოჩენის ეს შემთხვევები ნამდვილად არ არის პროტოკოლის დარღვევის უხეში შემთხვევები.