ცნობილმა ქართველმა მოდელმა და ტელეწამყვანმა - ნუკი კოშკელიშვილმა კიდევ ერთ დახვეწილ ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა. ამჯერად მას გვერდს უმცროსი და - ბუბუ უმშვენებდა და ახალი კადრები მოდელმა საკუთარ ინსტაგრამზე ატვირთა. დის შესახებ ნუკიმ კომენტარიც გააკეთა და ხუმრობით შემდეგი ტექსტიც დაურთო ფოტოებს -„ის ურჩევნია მამულსა, რომ შვილი ჯობდეს მამასა” -1000% ვეთანხმები!“ - დაწერა მან. გადავხედოთ დების მომხიბლავ კადრებს.