Oscar de la Renta-მ ახალი საქორწილო კოლექციის კამპანია გამოუშვა. მასში 14 განუმეორებელი სილამაზის კაბა შედის. მძიმე ატლასი, რთული ნაქარგი, ბუმბულები, დიდი ფორმის ბაფთები და აშ. კაბების მთავარი შტრიხებია. მიუხედავად იმისა, რომ ბრენდის დიზაინერები, ფერნანდო გარსია და ლაურა კიმი მუდამ ექსპერიმენტებს მიმართავენ, საქორწილო კაბებში მაინც კლასიკის ერთგულები რჩებიან. კოლექციაში შევხვდებით წელში გამოყვანილ ვიწრო კაბებს, რომლებიც თავს პრინცესად გაგრძნობინებთ. მათი ჩაცმა არამხოლოდ საკუთარ ქორწილში, არამედ სხვა ღირსშესანიშნავ დღეებშიც მოგინდებათ.