რამდენიმე დღის წინ, თურქეთში Esmod International Fashion Show გაიმართა, რომელმაც მსოფლიო მედიის ყურადღება განსაკუთრებით მას შემდეგ დაიმსახურა, რაც მოდელებთან ერთად, შემთხვევით, პოდიუმზე კატა გამოჩნდა, რომელმაც საკმაოდ სასაცილო სიტუაცია შექმნა.
კატის სახალისო ფოტოები ინტერნეტში აქტიურად ვრცელდება, როგორც აღმოჩნდა, Catwalk-ს ისიც არანაკლებ პროფესიონალურად ფლობს.
„ყველა შოკში იყო“ - აღნიშნა გიოქსენ ჰაქიმ, თურქმა დიზაინერმა, რომლის ჩვენებაზეც ჰქონდა აღნიშნულ ინცინდენტს ადგილი.
ჟურნალისტებმა დიზაინერს კატის მომავალ სამოდელო კარიერაზეც ჰკითხეს, რაზეც მან ხუმრობით უპასუხა „შეიძლება, რატომაც არა“.