32 წლის წარმოშობით რუსმა მოდელმა - ირინა შეიკმა, Ellen Tracy-ს უახლესი კოლექციის ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა. ბრენდმა ამჯერად 80-იანი წლების სტილს ახლებური ხიბლი შესძინა.
რამდენიმე კადრი უახლესი ფოტოსესიიდან ბრენდის ოფიციალურ ინსტაგრამის გვერდზე უკვე გამოქვეყნდა.
საერთო ჯამში კი მოდელმა ბრენდის 25-მდე დეტალი მოირგო და მათი დიდი ნაწილი უკვე განთავსდა ამერიკულ ონლაინ-პლატფორმებზე
მოდელმა კოლექციის შესახებ კომენტარიც გააკეთა, „ტანსაცმლის შერჩევისას მინიმალიზმს ვანიჭებ უპირატესობას და ამ ხაზის შექმნის დროს, უპირველეს ყოვლისა ვფიქრობდი იმაზე, რომ სამოსის ეს ელემენტები ინდივიდუალურ სტილსა და კომფორტის სიყვარულს უნდა წარმოადგენდეს“ - აღნიშნა მან.