ამჯერად, ნიუ-იორკში Moschino [tv] H&M-ის უახლესი კოლექციის ჩვენება გაიმართა, რომელზეც თავი უამრავმა ცნობილმა ქალბატონმა მოიყარა, მათ შორის იყვნენ ვერა ბრეჟნევა, პერის ჯექსონი, კოკო როშა და სხვები.
ჩვენებაში მონაწილეობა ნაომი კემპბელმა მიიღო, რომელიც 48 წლის ასაკის მიუხედავად არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა.
პოდიუმზე, რა თქმა უნდა, დები ჰადიდებიც ჩნდებიან.
აღსანიშნავია, რომ პოდიმზე ჰადიდების უმცროსი ძმა - ანვარიც გამოჩნდა.
ბრენდის უახლესი სამოსი ვინი ჰარლოუმაც წარმოადგინა.
ახალმა კოლექციამ მკვეთრი ფერებითა და გაბედული დიზაინის სამოსით დაგვამახსოვრა თავი.