გუშინ სასექსის ჰერცოგი და ჰერცოგინია ტონგას სახელმწიფოს ესტუმრნენ. მეგან მარკლი მასპინძელი ქვეყნის დროშის ფერებში გამოეწყო და მომხიბლავი წითელი კაბა მირგო.
კაბ, რომლითაც ორსული ჰერცოგინია გამოჩნდა 400 ფუნტი სტერლინგის ღირებულებისაა.
კაბას მარკლმა Dior-ის დახვეწილი კლაჩი შეუხამა, რომელიც 2017 წლის კოლექციიდან არის.
რაც შეეხება ფეხსაცმელს, მარკლმა Manolo Blahnik-ის მაღალქუსლიან ფეხსაცმელზე შეაჩერა არჩევანი და საერთო ჯამში, იდეალურად გამოიყურებოდა.
მოგვიანებით ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრისთვის, ჰერცოგინიამ კანადური ბრენდის Jason Wu-ს მწვანე კაბა მოირგო.