სასექსის ჰერცოგინიას სტილი ერთ-ერთ გავლენიან ფენომენად იქცა თანამედროვე მოდის სამყაროში, ყოფილმა მსახიობმა სამეფო ოჯახში შესვლისთანავე სტილი რადიკალურად შეცვალა და დახვეწილი, კლასიკური სამოსის მოყვარული გახდა, თუმცა ავსტრალიაში ვიზიტის დროს, დატვრითული აქტივობებიდან გამომდინარე, სპორტული სამოსიც მოირგო.
წყვილი 2018 წლის Invictus Games-ის ღონისძიების ფარგლებში, საზღვაო შეჯიბრებებსაც დაესწრო და მეგანმა ამ გამოსვლისთვის სპორტული ფეხსაცმელი მოირგო.
როგორც Daily Mail-ი იუწყება, ეს პირველი შემთხვევაა, როცა მან ჰერცოგინიის სტატუსის ქვეშ სპორტული ფეხსაცმლით გამოჩნდა.
ფეხსაცმელი, რომელზეც მეგანმა შეაჩერა არჩევა Veja-ს ცნობილი ბრენდის გახლავთ და ჰერცოგინია, რა თქმა უნდა, აღნიშნულ სამოსში საკმაოდ კომფორტულად გრძნობდა თავს.
როგორც ჰერცოგინიას ამჟამად გაუქმებული ინსტაგრამიდან ჩანს, მარკლი კომფორტული დაბალქუსლიანი ფეხსაცმლის მოყვარული ყოველთვის იყო და ხშირად ფიგურირებდა მსგავსი სამოსით.