ავსტრალიაში ვიზიტის ფარგლებში, სასექსის ჰერცოგმა და ჰერცოგინიამ სიდნეის სანაპიროზეც გაისეირნეს, სადაც მათ შესახვედრად უამრავი გულშემატკივარი იყო შეკრებილი. ვიზიტისთვის დანიშნულების ადგილიდან გამომდინარე მეგანმა დაბალქუსლიანი, ეკომეგობრული ფეხსაცმელი შეარჩია, რომელიც საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა.
მეგანი Rothy-ს ბრენდის სადა ფეხსაცმლით გამოჩნდა, რომელიც სანაპიროსთვის იდეალურია.
ფეხსაცმლის ღირებულება ბრენდის ოფიციალურ საიტზე 145 დოლარია. მისი განსაკუთრებული ღირსება კი ის გახლავთ, რომ მთლიანად გადამუშავებული წყლის პლასტიკური ბოთლებითაა შექმნილი, ვინაიდან ბრენდი აქტიურად ცდილობს იზრუნოს გარემოზე და შეამციროს ნარჩენების რაოდენობა.
.