ბრენდმა KETIone რუსეთის Mercedes-Benz-ის მოდის კვირეულზე 2019 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია წარმოადგინა. ქეთი თოფურიამ თითქოს ბრენდის დნმ-ი გადაახალისა და მინიმალისტური სამოსის ნაცვლად, რთული, მრავალშრიანი კოლექცია წარმოადგინა. დიზაინერმა ექსპერიმენტებს მიმართა: ლაკონიურ ნაკეცებს ფუტურისტული იმიჯი ჩაენაცვლა, რომელიც მაღალი ტექნოლოგიური ტრენდებით იყო შთაგონებული.
ბიუსტის ფორმის კაბები დიდი ზომის დეტალებით კონტრასტულადაა გაწყობილი და გეომეტრიულ ფიგურებს მოვაგონებს. ფართო ჟაკეტები, ვიწრო ქვედაბოლოები და კროპ-ტოპები... KETIone-ის ახალი ჩვენება მთლიანად კონტრასტებზე იყო აწყობილი. ატლასის კაბები დიზაინერის ყოფილ კოლექციებს მოგვაგონებს. ელეგანტური სამოსი მეორე პლანზე გადავიდა და ქეთა ამჯერად უპირატესობას ეფექტურ, პომპეზურ იმიჯს ანიჭებს.