ცნობილი დიზაინერი - ვიქტორია ბექჰემი ამჯერად ავსტრალიური Vogue-ის ნოემბრის ნომრის გარეკანზე აღმოჩნდა, რაც მისი საკუთარი ბრენდის ათი წლის იუბილეს უკავშირდება.
შთამბეჭდავ ფოტოებთან ერთად მკითხველს მისი გულახდილი ინტერვიუს წაკითხვის საშუალებაც მიეცა.
„ყველაფერი, რასაც ათი წლის განმავლობაში მივაღწიე, იმაზე მეტია ვიდრე ოდესმე ვიოცნებებდი. ზოგჯერ მგონია, რომ მთელი ცხოვრებაა ამ საქმეს ვაკეთებ, რადგან კვირაში შვიდი დღის მანძილზე ამ საქმით ვარ დაკავებული“
„არასდროს ვეთიშები, არ ვისვენებ და არ ვთიშავ მობილურსა თუ იმეილებს, ეს საქმე ერთგვარად ჩემს მეხუთე შვილად იქცა“ -აღნიშნა ყოფილმა მომღერალმა.
Vogue-თან ინტერვიუში ვიქტორიამ მეგან მარკლთან და პრინც ჰარისთან შეხვედრაც დაანონსა.
ბექჰემები სიდნეიში, ვეტერანი სპორტსმენებისთვის გამართულ Invictus Games-ს დაესწრება, რომელიც სწორედ სასექსის ჰერცოგის ინიციატივით იმართება.