36 წლის რუსი მოდელი - ნატალია ვოდიანოვა, რომელსაც სუპერნოვას ზედმეტსახელითაც იცნობს საზოგადოება, თანამედროვე მოდის ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ფიგურააა.
მოდელის სტილს უამრავი მიმდევარი ჰყავს და მისი თითოეული გამოჩენა გლამურული ლუქით ახლებურ ტრენდებს უდებს სათავეს.
ამჯერად მოდელმა დემნა გვასალიას მიერ შექმნილი სამოსი მოირგო და ვიდეო სოციალურ ქსელებშიც გაავრცელა.
„უპირველეს ყოვლისა, ეს სამოსი ულამაზესია! მადლობა ძმებს -გურამ და დემნა გვასალიებს ამ არაჩვეულებრივი ლუქისთვის“ - დაწერა ნატალიამ ინსტაგრამზე.
შეგახსენებთ, რომ ნატალია, ცოტა ხნის წინ, ცნობილ დიზაინერთან - ულიანა სერგეენკოსთან ერთად საქართველოში იმყოფებოდა და ინსტაგრამის გამომწერებსაც აქტიურად გაუზიარა მოგზაურობის ამსახველი კადრები.