Happy Jewellery სამკაულების ახალი ქართული ბრენდია, რომელსაც ადამიანებისთვის სითბო და სიხარული მოაქვს. Happy Jewellery ჯერ ორი წლისაა, მაგრამ უკვე მოასწრო მომხმარებელთა გულების დაპყრობა. ბრენდის სამკაულების კონცეფცია მხოლოდ სიყვარულს მოიცავს. სიყვარულს, რომელიც შეგიძლია მუდამ თან ატარო.
სახელობითი სამაჯურები და გულსაკიდები ადამიანებზე ზრუნვით და დახვეწილი გემოვნებით მზადდება. მშობლებისა და ბებია-ბაბუების გულის გასახარად, გოგონებისა და ბიჭუნების პატარა ფიგურებზე ინდივიდუალური გრავირებით, მათი სახელები, დაბადების დღეები და ბევრი სხვა ინფორმაციაა ამოტვიფრული, შეყვარებულებისთვის კი ეს საოცარი ფიგურები უამრავ გრძნობას და სასიყვარულო ისტორიას იტევს.
Happy Jewellery-ის პროდუქცია უნივერსალური საჩუქარია, რომელიც სიხარულით ავსებს როგორც მის გამცემს, ისე მიმღებს. ან კი, რა უნდა იყოს იმაზე სასიამოვნო, როდესაც ზუსტად იცი, რა საჩუქრით შეგიძლია ასიამოვნო ძვირფას ადამიანს, ან რით გაინებივრო თავი? თანაც გასცე და მიიღო სიყვარული.
ბრენდის დაარსება PR-სპეციალისტმა ელენე კერძაიამ სწორედ დადებითი ემოციებისა და შემოქმედობითობისგაერთიანებისა და ადამიანებისთვის გაზიარების სურვილით გადაწყვიტა.
სამკაულები, ძირითადად, ოქროში ამოვლებული ვერცხლისგან მზადდება, თუმცა მომხმარებლის სურვილის მიხედვით, შესაძლებელია ნაკეთობები ოქროთიც დამზადდეს და სხვადასხვა ძვირფასი თუ ნახევრადძვირფასი თვლებით მოირთოს. სასურველი აქსესუარის შეკვეთა სოციალური ქსელის მეშვეობით და სატელეფონო ზარით შეგიძლიათ.
აღსანიშნავია, რომ Happy Jewellery შეკვეთას საქართველოს მასშტაბით 3-5 დღეში უფასოდ მოგართმევთ. რადგან ბრენდის სამკაულებმა უცხოელი მომხმარებლების მოხიბვლაც მოასწრო, მათაც, საკუთარი სურვილების გათვალისწინებით შექმნილი ნივთები ოპტიმალურ ვადაში მიეწოდებათ.
მინიმალისტური და ელეგანტური დიზაინის ნივთების მთავარი დატვირთვა ემოციური შინაარსია. თავად ბრენდის სახელიც კი ბედნიერების მატარებელია. მომხმარებლებს ისღა დარჩენიათ, მოიწონონ თავი ლამაზი სამკაულებით და ყველგან თან ატარონ სიყვარული.
მანიკა ასათიანი: „არსებობის პირველი დღიდან, Happy Jewellery-ის მომხმარებელი ვარ. უპირველესად იმიტომ, რომ ეს კომპანია ბედნიერებასთან ასოცირდება. შვილებთან სიახლოვე ყოველთვის სიხარულის მომნიჭებელია. როდესაც გარკვეული პერიოდით მათ გარეშე გვიწევს ყოფნა, ეს სამაჯურები თუ გულსაკიდები გვათბობს. მეორეც − სამკაულები ულამაზესი და დახვეწილია, რომელთა ტარება არასოდეს მოგბეზრდება. ასევე, ეს ნამუშევრები განუმეორებელი საჩუქარია, როდესაც ადამიანის გახარება გსურს“.
Facebook: Happy Jewellery;
Instagram: fb.happyjewellery
ტელ: 599 01 55 22