54 წლის მონიკა ბელუჩი დამსახურებულად მიიჩნევა ოცდამეერთე საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე მომხიბლავ ქალბატონად, რასაც მისი კიდევ ერთი გამოჩენა მოწმობს. მსახიობი და მოდელი ლუმიერების რიგით მეათე კინოფესტივალზე გამოჩნდა, რომელიც ლიონში იმართებოდა.
მონიკამ ლუქის შერჩევისას ამჯერადაც შავ ფერზე გააკეთა აქცენტი.
ბუნებრივი მაკიაჟითა და ჩვეული შარმით ბელუჩი საზოგადოების ყურადრების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა.
კაბა, რომელიც მონიკამ იდეალურად მოირგო Dolce&Gabbana-ს ბრენდის გახლავთ და მისი ღირებულება 1900 ფუნტია.
აღსანიშნავია, რომ მსახიობი, ცოტა ხნის წინ, იმავე ლუქით რომში გამართულ კინოპრემიერაზე გამოჩნდა და როგორც ყოველთვის არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა.